ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად საქართველოში მაღალმხარჯველიანი ტურისტები ჩამოვლენ
ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად საქართველოში მაღალმხარჯველიანი ტურისტები ჩამოვლენ

მომავალ წლებში მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად საქართველოში მაღალმხარჯველიანი ტურისტების შემოდინებას ველოდებით, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით, 2018 წელი ძალიან მზარდი იყო და დაფიქსირდა ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი.

„ჩვენი სამომავლო ამოცანა არის მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრის მოზიდვა, რის მისაღწევადაც, ქვეყანა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას. ეს არის ხარისხის განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასევე ადამიანური რესურსის განვითარება. ამ გამოწვევების გადასალახად არსებობს კონკრეტული გეგმა: ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით კონკრეტული ჩამონათვალი იმ აქტივობების, რომელიც უნდა განხორციელდეს, დაწყებული გზებით და დამთავრებული მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურით. ასევე მომსახურეობის ხარისხის განვითარების კუთხით უშუალოდ ადამიანური რესურსის მომზადების გეგმა. შემდგომ წლებში უკვე ველოდებით მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად მაღალმხარჯველიანი ტურისტების შემოდინებას“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.