ტურიზმის ადმინისტრაცია ტურიზმის სტრატეგიას ქუთაისში კერძო სექტორსა და დარგის სპეციალისტებს აცნობს
ტურიზმის ადმინისტრაცია ტურიზმის სტრატეგიას ქუთაისში კერძო სექტორსა და დარგის სპეციალისტებს აცნობს

საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლის ტურიზმის სტრატეგიას ქუთაისში კერძო სექტორსა და დარგის სპეციალისტებს აცნობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, ქუთაისში კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი საქმიანი ტურიზმის შესახებ იმერეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიებაზე საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილიმა გამართა.

კონფერენციაში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების, იმერეთის რეგიონში არსებული ტურისტული სააგენტოებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლები მონაწილეობენ. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრა იმერეთში მსხვილი კვების ობიექტებისა და წყალტუბოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიზანია საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება. ბიუროში 50 წევრი ორგანიზაციაა, რომლებიც წარმოადგენენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არსებული საქმიანი ტურიზმის სფეროში მომუშავე წამყვან განთავსების ობიექტებს.