ტურიზმის ადმინისტრაცია - აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4.9 პროცენტით გაიზარდა
ტურიზმის ადმინისტრაცია - აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4.9 პროცენტით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის აგვისტოს სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ზაფხულის ბოლო თვეში საქართველოში 1 358 598 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 753 648 შეადგინა, რაც 16 599-ით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა 2.3 პროცენტი).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +43.7%, გაერთიანებული სამეფო +32.5%, პოლონეთი +31.6%, გერმანია +27.1%, საფრანგეთი +23.1%, და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +87.2%, ყირგიზეთი +63.3%, ყაზახეთი +53.4%, ჩინეთი +34.3%, საუდის არაბეთი +31.5% და სხვა.

რაც შეეხება იმ ქვეყნების ტოპ ათეულს, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი შედგა პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 226,133 ვიზიტით (+12.8%), მე-3 ადგილზეა სომხეთი 191,817 ვიზიტით (+4.5%) მე-4 ადგილზე კი თურქეთია 154,834 ვიზიტით (+6.8%).

რაც შეეხება რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობას, 8.5-პროცენტიანი კლების მიუხედავად, რუსეთი ტოპ ათეულში 207 899 ვიზიტით მეორე ადგილზეა.

რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 148 298 შეადგინა, რაც 30 431-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე (კლება -17%).

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-აგვისტოს, საქართველოში 6 320 516 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3 451 272 შეადგინა, რაც 215 472-ით მეტია 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა 6.7%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+14.6%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), სომხეთიდან (+3.3%) და თურქეთიდან (+1%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.4%, ლატვია +28.1%, პოლონეთი +28%, გაერთიანებული სამეფო +26%, საფრანგეთი +24.7%, ნიდერლანდები +23.5% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +141.7%, ყირგიზეთი +94.9%, ყაზახეთი +53.9%, ჩინეთი +48.6%, საუდის არაბეთი +44.6%, ქუვეითი +33.2% და სხვა.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.8 მილიარდ დოლარს (ზრდა 2.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა 5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1 პროცენტს. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.9 პროცენტია.