ტურისტულმა პორტალმა „ლოუნლი პლანეტმა“ 2020 წელს მოსანახულებელი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა
ტურისტულმა პორტალმა „ლოუნლი პლანეტმა“ 2020 წელს მოსანახულებელი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა

ტურისტულმა პორტალმა „ლოუნლი პლანეტმა“  (lonely planet) იმ ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა მონახულებაც 2020 წელს ღირს.

1. რეიტინგში პირველ ადგილს ბუტანის სამეფო იკავებს. ჰიმალაის მთებში ჩაფლული სამოთხე, სადაც ფიჭვის სურნელით გაჟღენთილ და მონასტრებით დამშვენებულ გორაკებზე ფეხის დასადგამადაც კი, მაღალი დღიური ფასის გადახდა მოგიწევთ.

2. ათეულში მეორე ადგილს ინგლისი იკავებს, მისი სანაპირო ზოლით. 2020 წლიდან იგეგმება ახალი ბილიკების გახსნა, რის შედეგადაც ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 4828 კმ სიგრძის უწყვეტი ბილიკი იქნება. იქ დამსვენებლებს მშვიდი გარემოთი სიამოვნების მიღება, ადგილობრივი დელიკატესების დაგემოვნება, ზღვის ფლორისა და ფაუნის, კირქვული რელიქტების აღმოჩენა და შთამბეჭდავი სანაპიროებიდან დელფინების დაკვირვება შეუძლიათ.

3. მაკედონია – ბალკანეთის მშვენება განთქმული თავისი გასტრონომიული მრავალფეროვნებით, უძველესი ტრადიციებით და ულამაზესი ბუნებით, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ტბა ორჰიდითა და ლაშქრობის მოყვარულთათვის, ცოტა ხნის წინ გახსნილი თითქმის 500 კმ-იანი სიგრძის ბილიკით.

4. არუბა – კარიბის ზღვაში მდებარე კუნძული ვენესუელას მიეკუთვნება და კარნავალებით, ფესტივალებით, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არტისტების სიუხვით, შთამბეჭდავი ქვიშიანი სანაპიროებით, ვარდისფერი ფლამინგოებით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. არუბა 2020 წლისთვის ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის პროდუქტებისა და იმ მზისგან დამცავი საშუალებების სრულად აკრძალვას გეგმავს, რომელთა შემადგენლობაც რიფებს ზიანს აყენებს.

 

5 ესვატინი (სვაზილენდი) – მრავალფეროვანი პეიზაჟებითა და ველური ბუნებით სახელგანთქმული სამეფო სამხრეთ აფრიკაში. ეროვნული პარკებითა და ნაკრძალებით, ზიპ-ლაინებითა და საფეხმავლო ბილიკებით ლაშქრობის მოყვარულთათვის შესაფერისი ადგილია. ასევე, კარგად განვითარებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

 

6. კოსტა-რიკა – ცენტრალური ამერიკის ეს პატარა ქვეყანა ტროპიკული სამოთხეა და თავისი ბიომრავალფეროვნებით მრავალ ვიზიტორს იზიდავს. აქ შეგიძლიათ იხილოთ როგორც იაგუარები, ისე წითელთვალება ბაყაყები და წყნარი ოკეანის ვეშაპები. ქვეყანა თავგადასავლების მოყვარულებს ვულკანების დასალაშქრად იწვევს. შედარებით მშვიდი დასვენების მსურველებს კი, სპა პროცედურებზე ეპატიჟება. კოსტა-რიკას ენერგიის 90%-ს განახლებადი ენერგია წარმოადგენს.

7. ნიდერლანდები – სიცოცხლით სავსე ამსტერდამი ყოველთვის იმსახურებს მონახულებას. შესანიშნავად განვითარებული სარკინიგზო ქსელი სხვადასხვა ქალაქში გადაადგილებას ამარტივებს. 35 ათასი კილომეტრის სიგრძის ველობილიკი კი, ამსტერდამის მოსანახულებლად კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორია.

8. ლიბერია​ – მრავალი ადამიანისთვის გამოცანაა, სერფინგისთვის იდეალური პლიაჟებითა და საფოს ეროვნული პარკით, სადაც დასავლეთ აფრიკის სიდიდით მეორე ტროპიკული ტყეებია წარმოდგენილი, უნიკალური ფლორითა და ფაუნით.

9. მაროკო – აფრიკის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა რესტორნებითა და გამაჯანსაღებელი პროცედურებით, ბერბერების მთის სოფლების მონახულების შესაძლებლობითა და სერფინგისთვის ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლით, კარგად განვითარებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წყალობით, ჩქაროსნული მატარებლის საშუალებით კასაბლანკადან ტანჟერიში ჩასვლა სულ რაღაც ორ საათშია შესაძლებელი.

10. ურუგვაი – სამხრეთ ამერიკული ქვეყანა განვითარებადი ღვინის ინდუსტრიითა და ბუნებრივი ცხელი წყაროებით. ქვეყანამ წარმატებით გაატარა მარიხუანას ლეგალიზაცია და ცნობილია, როგორც ქვეყანა, რომელსაც ღია და მიმღებლური დამოკიდებულება აქვს ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ.