ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი მომზადდა

18:09, 24.08.2021

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი მოამზადა.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში: კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული – 50% ფასდაკლება; კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული – 30% ფასდაკლება; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის მედია და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული; გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულ გიდს უსასყიდლო წვდომა ექნება სახელმწიფო სერვისებზე, მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო. სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე – ორი თვე, სექტემბერი – ოქტომბერი შესვლა იქნება უფასო; სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან იანვრის ჩათვლით, ისარგებლებენ უფასო აბონიმენტით.

მსგავსი