ტურინის „იუვენტუსმა“ ტიმოთი ვეა შეიძინა #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსმა“ ტიმოთი ვეა შეიძინა #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსმა“ „ლილიდან“ აშშ-ს ნაკრების წევრი, 23 წლის ტიმოთი ვეა შეიძინა. ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ტიმოთი ვეა ოქროს ბურთის მფლობელის, ჟორჟ ვეას შვილია. ის „ლილში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ფრანგული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 107 შეხვედრაში რვა გოლის გატანა მოახერხა.

ვეას შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ასევე კარგია ხუთმცველიანი ტაქტიკის დროსაც, რადგან სივრცის კონტროლი და დაცვაში მოქმედება შესანიშნავად გამოსდის.

ტიმოთი აშშ-ს ნაკრების წევრი 2018 წლიდანაა. 2022 წელს კატარში ჩატარებულ მუნდიალზე მან უელსის კარში გოლის გატანაც მოახერხა. მის სანაცვლოდ „იუვენტუსმა“ 12 მილიონი ევრო გადაიხადა.