ტუნისის ნაკრებში საბრი ლამუში ერვე რენარმა შეცვალა #1TVSPORT
ტუნისის ნაკრებში საბრი ლამუში ერვე რენარმა შეცვალა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ტურში შვედეთთან 1:5 წაგების შემდეგ ტუნისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საბრი ლამუში გაათავისუფლეს.

მას ფრანგი სპეციალისტი ერვე რენარი შეცვლის, რომელიც რამდენიმე წლის წინ საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

„რენართან კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და სამუშაოს დღესვე შეუდგა. ხელშეკრულება მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდეა, თუმცა ამ ზაფხულს შედგება შეხვედრა, რომელზეც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იქნება მსჯელობა“, – წერია ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე.