თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „რადიო უნივერსის“ პრემიერა გაიმართება

11:38, 13.11.2018

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში 16, 17 და 18 ნოემბერს სპექტაკლის „რადიო უნივერსის“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და მარბურგის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია.

პიესის ავტორი და რეჟისორი ცნობილი გერმანელი მწერალი, წარმოშობით ქართველი ხელოვანი ნინო ხარატიშვილია.

„რადიო უნივერსის“ გერმანული პრემიერა 10 ოქტომბერს, მარბურგის თეატრში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში შედგა.

პიესას „რადიო უნივერსი“ საფუძვლად დაედო 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები. ავტორი სოციალურ, პოლიტიკურ და პირად კრიზისებზე მოგვითხრობს. მოქმედება აგვისტოს ერთ-ერთ ღამეს ვითარდება, როდესაც „აღმოსავლეთში“ ბომბები ცვივა, „დასავლეთში“ კი, თოვლი მოდის. ამ ღამეს იკვეთება ექვსი მარტოხელა პერსონაჟის ბედი – სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ისტორიით. მათ ყველას კი რადიოწამყვანი ჯო აერთიანებს, რომლის გადაცემა და იქ გაჟღერებული მუსიკა დროისა და სივრცის საზღვრებს კვეთს.

მსგავსი