„თუ არ გინდა, ვერ გაიგებ“ - დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა და ლევან კობერიძეს შორის [ვიდეო]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატები დაახლოებით ოთხი საათია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და დეპუტატ ლევან კობერიძეს შორის მოხდა.

კანონპროექტი პარლამენტის ცხრა წევრმა მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.