თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გრიპის უფასო ვაქცინაციის ერათდღიანი აქცია დაიყო

11:50, 22.11.2018

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გრიპის უფასო ერთდღიანი ვაქცინაციის აქცია დაიყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამის კლინიკებს 11:00-დან 18:00 საათამდე შეუძლია მიმართოს.

მომსახურების მიღება მსურველებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:

თბილისი – სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)

ბათუმი – ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:

შპს “საოჯახო მედიცინის ცენტრი” (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30)

შპს “ბათუმის N1 პოლიკლინიკა” (მის: ტბელ აბუსერიძის  ქ.N2)

შპს “თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი” (მის: ტბეთის ქ.N 4)

“ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი” (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)

“მე -4 პოლიკლინიკა” (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)

“მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი” (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)

ქუთაისი –  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2).

მსგავსი