ცვლილებები ძიუდოს წესებში
ცვლილებები ძიუდოს წესებში

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ძიუდოს წესებში მორიგი ცვლილებები შეიტანა:

ორი ვაზარი ამიერიდან ისევ იპონის ტოლფასი იქნება.
დამატებით დროში გაფრთხილება აღარ გახდება შეხვედრის შეწყვეტის მიზეზი.
ძიუდოისტებს ფეხში ხელის მოვლებისთვის დისკვალიფიკაცია აღარ დაემუქრებათ და ისინი მხოლოდ გაფრთხილებით დაისჯებიან.

წინა ოლიმპიურ ციკლში შეჯიბრებები სწორედ ამ წესებით ტარდებოდა.