თსუ - უნივერსიტეტი გმობს დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა
თსუ - უნივერსიტეტი გმობს დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

„უნივერსიტეტისთვის, რომელიც თავისუფლებას, განათლებას, განვითარებასა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას ემსახურება, მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ნებისმიერი სახის ძალადობრივი გამოვლინება, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მოვუწოდებთ ყველას პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.