თსუ-სთან ორგანიზატორებმა აქციის დასრულების შესახებ განაცხადეს, თუმცა ახალგაზრდები ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან
თსუ-სთან ორგანიზატორებმა აქციის დასრულების შესახებ განაცხადეს, თუმცა ახალგაზრდები ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა აქციის დასრულების შესახებ განაცხადეს.

​აქციის ორგანიზატორის, ლექსო გოგილაშვილის თქმით, აქციის მთავარი მიზანი და მოთხოვნა მშვიდობა იყო, რაც ამ ეტაპზე მიღწეულია. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში სტუდენტებს საოკუპაციო ხაზთან აქციის ჩატარება სურთ.

ორგანიზატორის ამ განცხადებას შეკრების მონაწილეთა უკმაყოფილება მოჰყვა და პროტესტის გაგრძელება მოითხოვეს. ახალგაზრდები ამ დრომდე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში რჩებიან.