თსუ-ში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ გაიმართა
თსუ-ში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ გაიმართა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანის სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია თბილისის 10 სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყეს, რომლებმაც გასაყიდად საკუთარი ნამუშევრები და ოკუპაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.

ორგანიზატორების თქმით, საქველმოქმედო ღონისძიებიდან შესული თანხით სოფელ დვანის სკოლის მოსწავლეებს იმ საჭირო და აუცილებელ ნივთებს შეუძენენ, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ასევე შეუძენენ წიგნებსა და კომპიუტერებს.

გამოფენის გარდა, საღამოს თსუ-ს სააქტო დარბაზში დაგეგმილია საქველმოქმედო ​კონცერტი.

დატოვე კომენტარი