თსუ-ში ირანული ფილმების ფესტივალი გაიხსნა
თსუ-ში ირანული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ფილმების ფესტივალი გაიხსნა.

ირანული ფილმების ფესტივალი თსუ-ში მეორედ ტარდება. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი : „აზარი, შაჰდოხთი ფარვიზი და სხვები“, „ბრმანაწლავი“, „ცოფიანი ეტლი“ და „ხუთვარსკვლავიანი“.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს სააქტო დარბაზის ფოიეს საგამოფენო სივრცეში მოეწყობა ირანელი ფოტოგრაფების ნამუშევართა გამოფენა „სამხრეთი ირანი“.

ფილმების ჩვენება 17, 18 და 19 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფესტივალის დახურვის დღეს, 20 დეკემბერს, ფილმის ჩვენება 21:00 საათზე გაიმართება. ფესტივალის გახსნის დღეს ფილმი გავა ქართული გახმოვანებით. სხვა დღეებში ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანი ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაციაა.