თსუ-ში კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლის, გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია გაიხსნა
თსუ-ში კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლის, გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ- კლასიკოსისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ვალერი ასათიანის წიგნის „კლასიკოსი“ პრეზენტაცია.

გრიგოლ წერეთელი პაპიროლოგიის, კლასიკური ფილოლოგიისა და ძველი ბერძნული ლიტერატურის ისტორიის დარგებში გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური მონოგრაფიის ავტორია.

გრიგოლ წერეთელი 1938 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა.