თსუ-ში აცხადებენ, რომ გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული, ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება
თსუ-ში აცხადებენ, რომ გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული, ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

„შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში. რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – აცხადებენ თსუ-ში.

დატოვე კომენტარი