თსუ-ში მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

10:50, 16.11.2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები მიმდინარეობს.

ხმის მიცემა 14 საარჩევნო უბანზე 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 140 ადგილზე 144 კანდიდატია დარეგისტრირებული. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში კი 74 ადგილზე 75 კანდიდატია წარდგენილი.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ნინო ქაშაკაშვილის განმარტებით, არჩევნებს 23 დამკვირვებელი აკვირდება, რომელთა შორის არიან „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრი“ და „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“.

“სენატის არჩევნებში ხმის მიცემა 29 ათასამდე სტუდენტს და 1 271 აკადემიურ პერსონალს შეუძლია. სტუდენტურ თვითმმართველობას კი 19 666 სტუდენტი ირჩევს”, – განაცხადა ნინო ქაშაკაშვილმა.

მსგავსი