თსუ-ს სტუდენტებმა, რომლებიც აქციებს მართავენ, რექტორის კაბინეტი დაიკავეს
თსუ-ს სტუდენტებმა, რომლებიც აქციებს მართავენ, რექტორის კაბინეტი დაიკავეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სტუდენტები მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები არიან, ისინი გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრასა და მის გადადგომას ითხოვენ.

სტუდენტების თქმით, რექტორი მათ უარს ეუბნება ონლაინ მეთოდით გამოცდების ჩაბარებაზე, რის გამოც, მათი თქმით, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავების პრობლემა ექმნებათ.

სტუდენტების განცხადებით, ისინი რექტორის კაბინეტს არ დატოვებენ, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება და გადადგომის შესახებ არ განაცხადებს.