თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ოსური ენის დღე აღნიშნეს
თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ოსური ენის დღე აღნიშნეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერნის საჯარო სკოლაში ოსური ენის დღე აღნიშნეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფონას, წიწკენაანთსერის, მთისძირისა და არეშფერნის სკოლების მოსწავლეები.

ოსური ენის დღე მიულოცეს და დამსწრეთ მიესალმნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თბილისიდან ჩასული სტუმრები: სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მრჩეველი მექა ხანგოშვილი, თსუ პროფესორები, ნინო პოპიაშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა შვიშტაკაშვილი, მთისძირის სკოლის დირექტორი ნანა მამუკაშვილი და სხვ.

ჩატარდა სხვადასხვა სახის კონკურსი: მხატვრული კითხვა, საკუთარი ლექსი, მოთხრობა, ნოველა; კარნახით წერა; თარგმანი ოსურიდან ქართულად და ქართულიდან ოსურად; კონკურსი კალიგრაფიაში; ნახატების კონკურსი.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.