თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ცენტრში წიგნის „ოსური ხალხური ზღაპრები“ პრეზენტაცია გაიმართება

07:54, 04.02.2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დღეს წიგნის: „ოსური ხალხური ზღაპრები“ პრეზენტაციას გამართავს.

წიგნში შესულია ოსური ხალხური ზღაპრების ახალი თარგმანები (მთარგმნელი: ნაირა ბეპიევი). კრებული გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრებით.

წიგნი გამოცემულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

წიგნის პრეზენტაცია თსუ-ს პირველ კორპუსში 16:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი