თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები პარლამენტთან გადანაცვლებაზე უარს აცხადებენ

თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ სტუდენტების აქციის მონაწილეებს პარლამენტთან აქციაზე გადანაცვლებისკენ მოუწოდებენ.

„მცირე ჯგუფი გვთავაზობს, რომ გადავიდეთ პარლამენტისკენ, ვუთხრათ პასუხი – არა!“ – განაცხადა მან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „არა“.

სტუდენტები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებს ემიჯნებიან და ამის გამო, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გადანაცვლებას არ აპირებენ.

ამასთან, აქციაზე შეკრებილებს ბექა წიქარიშვილმა მოუწოდა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვონ. აქციის მონაწილეები ამაზეც უარს აცხადებენ.