თსუ-ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ლონიცა ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

17:32, 09.03.2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ლონიცა ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

უნივერსიტეტის 100 წლისთავზე გამართულ გამოფენაზე საქართველოს დამსახურებული მხატვარის 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

ლონიცა ჭიჭინაძის ფერწერული ნამუშევრები მრავალ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაშია დაცული.

გამოფენა 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი