თსუ-ს კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი გადაეცა
თსუ-ს კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი გადაეცა.

უნიკალური არქივი ჩხენკელიების მემკვიდრეობისგან შედგება და მასში თავმოყრილია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა, ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები.

არქივი დღეიდან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იქნება დაცული და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ისტორიის შესწავლაში. არქივში ასევე არის პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მასალები, რაც არამხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის, არამედ დიპლომატიურ წრეებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

აკაკი ჩხენკელმა თავისი მემკვიდრეობა უმცროს ძმას კიტას უანდერძა, რომელიც იმ დროს ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

კიტა ჩხენკელმა კი მემკვიდრეობა იმავე უნივერსიტეტის თანამშრომელს ლეა ფლურს დაუტოვა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი შთამომავლობისა და მიხეილ სვიმონიშვილის საკუთრებაში გადავიდა.