თსუ-ს იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ლოგო გაიხსნა
თსუ-ს იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ლოგო გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებები უკვე დაიწყო.

საიუბილეო დღის ფარგლებში, ოფიციალურად გაიხსნა თსუ-ს ლოგო. თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში ლოგო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შერვაშიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრებიან.