წითელ ხიდზე, ბათუმის აეროპორტსა და ყაზბეგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე, ბათუმის აეროპორტსა და ყაზბეგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე, ბათუმის აეროპორტსა და ყაზბეგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 01- 03 ნოემბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, ,,ბათუმის აეროპორტი“ და ,,ყაზბეგი“ სომხეთის, ყატარისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ნარკოტიკული (2.518 გრამი) და ფსიქოტროპული (65 აბი) მედიკამენტები აღმოუჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.