ცესკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 26.97 % შეადგინა
ცესკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 26.97 % შეადგინა

ცესკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ექვსივე საარჩევნო ოლქის მიხედვით აქტივობა 26.97 % შეადგენს, რაც ნიშნავს იმას იმას, რომ მეორე ტურში არჩევანი 88 522-მა ადამიანმა გააკეთა.

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე აქტიური ოლქი არის ოზურგეთი  47.2%, რაც ამომრჩევლების 29 424 ადამიანია. ყველაზე პასიური არის ქუთაისი – 14.1% 21 546 ადამიანი. ბორჯომში – 44.8% 11 886 ადამიანი, ყაზბეგში ხმა მისცა 2341-მა ადამიანმა, ანუ 44.1%. ხაშურში აქტივობა შეადგენს 27.1%, 13289 ამომრჩეველმა ისარგებლა ხმის უფლებით. მარტვილში აქტივობა შეადგენს 30.7% ანუ 10036 ამომრჩეველი მივიდა ოლქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. 15:00საათის მონაცემებით, საოლქო კომისიებში შესულია 21 საჩივარი. მათ შორის 9-9 ბორჯომსა და ოზურგეთში. ორი საჩივარი ქუთაისში,ერთი ხაშურში. მარტვილსა და ყაზბეგში საჩივრები არ დაწერილა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საჩივარი პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

დატოვე კომენტარი