ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6 ოლქში 11,55%-ია
ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6 ოლქში 11,55%-ია

ცესკო-ს ინფორმაცით, 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 6 ოლქში 11,55%-ია, რაც 37914 ამომრჩეველია.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე აქტიური 12:00 საათისთვის არის ოზურგეთი – 21.5% საარჩევნო უბნებზე 13 372 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე პასიურია ქუთაისი, სადაც მხოლოდ 9409 ამომრჩეველია მისული, რაც 6.2 %.

ამასთან, ყაზბეგში არჩევნების მეორე ტურში 12:00 საათისთვის ამომრჩევლების 17.4%, ხაშურში – 11.5%, ბორჯომში – 18.2%, მარტვილში კი 11.5 % მივიდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.