თრუსოს დაცული ლანდშაფტის პროექტების მომზადებაზე ტენდერი გამოცხადდა
თრუსოს დაცული ლანდშაფტის პროექტების მომზადებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თრუსოს დაცული ლანდშაფტის მდგრადი კონსერვაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვის, კონცეფციის, დეტალური დიზაინის სამშენებლო პროექტების მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს თრუსოს ხეობაში საფეხმავლო მარშრუტების, მანიშნებლების, ადმინისტრაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რათა ტურისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება.

ასევე, გათვალისწინებულია თრუსოს ხეობაში, მდინარეების თერგისა და სუათისის შესართავთან, მაღალ მთაზე, ხეობის ერთ-ერთი ძველი დასახლების (ნასოფლარის) – ზაქათგორის რესტავრაცია და რეაბილიტაცია. პროექტი ხელს შეუწყობს თრუსოს დაცული ტერიტორიის განვითარებას და მდგრად შენარჩუნებას.

სამშენებლო სამუშაოს დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.