ტრიპოლიში შეტაკებების დროს ფოტოკორესპონდენტი დაიღუპა
ტრიპოლიში შეტაკებების დროს ფოტოკორესპონდენტი დაიღუპა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებების დროს სააგენტო Associated Press-ისთვის მომუშავე ფოტოკორესპონდენტი მუჰამედ ბენ ხალიფა დაიღუპა.

მუჰამედ ბენ ხალიფა ტრიპოლიში შეიარაღებულ შეტაკებებს აშუქებდა, რომელიც უკვე სამი დღეა, ლიბიის დედაქალაქში დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფოტოკორესპონდენტი არეულობის მე-15 მსხვერპლია.

გარდაცვლილთა შორის სამი მშვიდობიანი მცხოვრებია.