ტრიპოლიში საველე ჰოსპიტალის საჰაერო დაბომბვის შედეგად ხუთი ექიმი დაიღუპა
ტრიპოლიში საველე ჰოსპიტალის საჰაერო დაბომბვის შედეგად ხუთი ექიმი დაიღუპა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში საველე ჰოსპიტალის საჰაერო დაბომბვის შედეგად ხუთი ექიმი დაიღუპა. ავიაიერიშის დროს სხეულის დაზიანება სამედიცინო პერსონალის კიდევ რვა თანამშრომელმა მიიღო.

საჰაერო დაბომბვა საერთაშორისოდ აღიარებული ტრიპოლის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ტრიპოლის მთავრობამ ინციდენტი დაგმო და ავიაიერიშში ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფთარი და მისი „ლიბიის ეროვნული არმია“ დაადანაშაულა.

აღმოსავლეთ ლიბიის მმართველი ხალიფა ჰაფთარი ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას 4 აპრილის შემდეგ ატარებს. სამხედრო დაპირისპირებას უკვე ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.