ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტმა დაბომბვის გამო მუშაობა შეაჩერა
ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტმა დაბომბვის გამო მუშაობა შეაჩერა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტმა დაბომბვის გამო მუშაობა შეაჩერა.

მიტიგას აეროპორტის მუშაობა საჰაერო დაბომბვის გამო შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

ამ დრომდე უცნობია, ვინ განახორციელა ტრიპოლის სამოქალაქო აეროპორტზე თავდასხმა.

აღმოსავლეთ ლიბიის მმართველი ხალიფა ჰაფთარი 4 აპრილის შემდეგ გაერო-სგან და ევროკავშირისგან მხარდაჭერილი ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. ხალიფა ჰაფთარს დედაქალაქის აღება სურს. პოზიციური ბრძოლები ტრიპოლის გარეუბნებთან მიმდინარეობს.

შეიარაღებულ დაპირისპირებას 450 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტი კი დაშავდა.