ტრიო „სამაია“, 1970-იანი წლები - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე
ტრიო „სამაია“ სიმღერით „ალუბლის ღერო შემომხვდა გუშინ“. ასრულებენ: ინოლა გურგულია, მედეა სიხარულიძე, გიული დარახველიძე. ვიდეომასალა 1970-იანი წლების არქივს განეკუთვნება.
საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.
ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.
ტელემუზეუმი