თრილერი მანჩესტერში - „იუნაიტედმა“ „საუთჰემპტონს“ ცხრა უპასუხო გოლი გაუტანა [ვიდეო]

ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი „იუნაიტედსა“ და „საუთჰემტონს“ შორის  სენსაციური ანგარიშით დასრულდა.

მანჩესტერელებმა მეტოქე არ დაინდეს და ცხრა უპასუხო გოლი გაუტანეს, რომელთაგან ორი ენტონი მარსიალის ანგარიშზეა – შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.

სტუმარი გუნდის უიღბლობა მატჩის მეორე წუთიდანვე დაიწყო, როდესაც იანკევიცი მოედნიდან გააძევეს და „საუთჰემპტონი“ მრისხანე მეტოქესთან რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩა.

86-ე წუთზე გააძევეს „საუთჰემპტონის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი იან ბედნარეკი, როცა სტუმრები უკვე 6:0-ს აგებდნენ. ცხრა მოთამაშით დარჩენილმა „საუთჰემტონმა“ მატჩის დასასრულამდე კიდევ სამი ბურთი გაუშვა და პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი მარცხი იწვნია.

საინტერესოა, რომ ინგლისის ჩემპიონატში ანგარიში 9:0 სულ სამჯერ დაფიქსირდა და ამ სტატისტიკის სამი ავტორიდან ორი, დღევანდელი დაპირისპირების მონაწილეა: იუნაიტედი – საუთჰემოტონი 9:0 (2021წ.), საუთჰემპტონი-ლესტერი 0:9 (2019წ.), იუნაიტედი – იფსვიჩი 9:0 (1995წ.)

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „იუნაიტედი“ „სიტის“ დაეწია და თანაქალაქელ გუნდთან პირველ ადგილს იყოფს.