თრილერი დუბლინში – ირლანდიამ ახალი ზელანდია დაამარცხა

01:08, 18.11.2018
DUBLIN, IRELAND - NOVEMBER 17:  Jacob Stockdale of Ireland (C) celebrates with team mates Bundee Aki and Rory Best as he scores their first try during the international friendly between Ireland and New Zealand at Aviva Stadium on November 17, 2018 in Dublin, Ireland. (Photo by Phil Walter/Getty Images)

ნოემბრის ტესტ მატჩების მორიგ დღეს მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის, ირლანდიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირება გაიმართა.

საინტერესო შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი და მეორე გუნდები დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 80 წუთის მანძილზე ერთადერთი ლელო ვიხილეთ, თამაშს სანახაობრიობა არ აკლდა.

მატჩის პირველ ნახევარში გუნდები საოცარ ტემპში თამაშობდნენ და ეს ტემპი ბოლო წუთამდე შეინარჩუნეს. 40 წუთის შემდეგ ირლანდია სამი ქულით იგებდა – სექსტონის ჯარიმებს ბარეტმა ჯარიმით და არეკნით უპასუხა.

გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე სთოქდეილის მიერ დადებული ლელო. ირლანდიელებმა შეტევის მიმართულება სწრაფად შეცვალეს, სთოქდეილმა ბურთი გადაიკიდა, თავადვე დაეუფლა და აარონ სმიტის თავგანწირული ბოჭვის მიუხედავად მეტოქის ლელოში შეაღწია.

ახალი ზელანდია მორიგი საჯარიმო დარტყმით შვიდ ქულაში შევიდა, თუმცა, მიუხედავად ბოლო წუთებზე მოწყობილი შტურმისა, ლელოს დადება ვერ მოახერხეს და ირლანდიელებმა „შავები“ დუბლინში ისტორიაში პირველად დაამარცხეს – 16 – 9.

დღის სხვა შედეგები –

რუმინეთი 5 – 31 აშშ

ფიჯი 68 – 7 ურუგვაი

საქართველო 27 – 19 სამოა

იტალია 7 – 26 ავსტრალია

უელსი 74 – 24 ტონგა

ესპანეთი 34 – 13 ნამიბია

ინგლისი 35 – 15 იაპონია

შოტლანდია 20 – 26 სამხრეთ აფრიკა

მსგავსი