საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოა დაამარცხა | ნოემბრის ტესტები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოა დაამარცხა | ნოემბრის ტესტები

წარუმატებელი პირველი ნახევრის შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ სამოას რადიკალურად განსხვავებული მეორე ტაიმი შესთავაზეს.

ქართველებმა მეტოქის 22 მეტრიან ზონაში დაისადგურეს და მათი თავგანწირული დაცვის მიუხედავად 60-ე წუთზე დაალელოვეს (გიორგაძე).

ვასილ ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე შესანიშნავად შემოვიდა გელა აფრასიძე. 65-ე წუთზე ახალგაზრდა ცხრა ნომერმა პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა და საქართველო ხუთი ქულით დააწინაურა – 24-19. კარისკენ უშეცდომოდ ურტყამდა დებიუტანტი თედო აბჟანდაძე, რომელმაც საქართველო, 72-ე წუთზე შესრულებული საჯარიმო დარტყმით, კიდევ სამი ქულით დააწინაურა.

სამოელთა აქტიური იერიშების მიუხედავად, ბოლო წუთებზე ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრები – 27-19 დაამარცხეს.