„თრეის ინთერნეიშენალის“ კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

12:27, 01.02.2020

თრეის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებული კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპაში მე-18 ადგილზეა. წინა წლის რეიტინგთან შედარებით ქულა არ შეცვლილა და კვლავ 26-ს შეადგენს.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს. მათ შორის: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.

გარდა ამისა, საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროპის განვითარებულ (ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს) ქვეყნებს – ლიხტენშტეინს, ანდორას და სანმარინოს.

ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ მიიღო ბიზნესისა და მთავრობას შორის ურთიერთობის კუთხით, სადაც მას ამ კრიტერიუმში, საუკეთესო – ერთი ქულა აქვს.

ყველაზე დაბალი შეფასება – 44 ქულა საქართველომ ანტიკორუფციული კანონებისა და მათი აღსრულების კრიტერიუმში, კერძოდ კი, აღსრულების ნაწილში მიიღო.

ინდექსის მიხედვით, კორუფციული რისკების შეფასება ეფუძნება ოთხ კრიტერიუმს:

1. ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან – საშუალო 16 ქულით, სადაც:

  • ბიზნესის მთავრობასთან ურთიერთობა – ერთი ქულა;
  • ქრთამის გადახდის მოლოდინი – 36 ქულა;
  • ბერკეტებს სამართლებრივი ბაზის კუთხით – 14 ქულა .

ამ კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზეა ახალი ზელანდიის, ჰონგ კონგის, გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

2. ანტიკორუფციული კანონები და მათი აღსრულება – საშუალო 37 ქულით, სადაც:

  • გადარწმუნება (გულისხმობს, რომ საზოგადოება არ მიესალმება ქრთამის აღების ფაქტს) – 37 ქულა;
  • ქრთამის წინააღმდეგ აღსრულება – 44 ქულა აქვს;

ამ კრიტერიუმით საქართველო 68-ე ადგილზეა მსოფლიოში.

3. სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობა – საშუალო 31 ქულით, სადაც:

  • პროცესებში მთავრობის გამჭვირვალობა – 28 ქულა;
  • ფინანსური ინტერესების გამჭვირვალობა – 38 ქულა;

ამ კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილზეა.

4. სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობა – საშუალო 31 ქულით, სადაც:

  • მედიის თავისუფლება – 22 ქულა;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა – 40 ქულა;

ამ კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში 64-ე ადგილზეა.

თრეის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებული კორუფციის რისკის ინდექსი ბიზნესში მოსყიდვის რისკებს მსოფლიოს 200 ქვეყანაში ზომავს.

მსგავსი