ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაკა გველესიანმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატი სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
წინასასამართლო სხდომა 20 ივნისს ჩაინიშნა.
მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას სხდომა გახსნა და მედიას დასწრების უფლება მიეცა.