ტრაპიზონში, საქართველოს საკონსულოში ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში მუნიციპალიტეტის მერმა, თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ და სხვა სტუმრებმა ჩანაწერები გააკეთეს

15:41, 21.03.2026

2026 წლის 19 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში ეწვივნენ ტრაპიზონის მუნიციპალიტეტის მერი აჰმეთ მეთინ გენჩი, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ჰამდულლაჰ ჩუვალჯი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ერკუტ ჩელები და თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

სტუმრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და ქართველ ერს სამძიმარი გამოუცხადეს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი