ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი - ​MAN-ის ავტობუსების შემოყვანით მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი - ​MAN-ის ავტობუსების შემოყვანით მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა

MAN-ის ავტობუსების შემოყვანით მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსები მგზავრებს უფრო მეტ კომფორტს სთავაზობენ, ვიდრე სამარშრუტო ტაქსები.

„არ გამორიცხავ სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის ბუნებრივად შემცირებას იმის გათვალისწინებით, რომ ავტობუსები უფრო მეტ კომფორტს სთავაზობს მგზავრებს, ვიდრე სამარშუტო ტაქსები. ადამიანები ორიენტირებულები არიან კომფორტზე. MAN-ის ავტობუსების შემოყვანით მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ნაწილი ტაქსით აღარ სარგებლობს, ნაწილი მიკროავტობუსით, ნაწილი ძველი „ბოგდანით“ აღარ სარგებლობს. რეალურად ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელსაც უნდა აუწყონ ფეხი. არ ვაპირებთ უკან დახევას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რისკია, მიკროავტობუსები შემცირებაში მოყვნენ, რადგან მოსახლეობას ვერ შესთავაზებენ იმ კომფორტს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ“, – განაცხადა მუმლაძემ.

ამასთან, დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ 90 ახალი ავტობუსი შეიძინა, თვის ბოლომდე კი, 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი გამოცხადდება.