Transparency International - რუსული ტელეკომპანია Russia Today ბრიტანელ დეპუტატებს ფულს უხდიდა
Transparency International - რუსული ტელეკომპანია Russia Today ბრიტანელ დეპუტატებს ფულს უხდიდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის მონაცემებით, რუსული ტელეკომპანია Russia Today 2014 წლიდან მოყოლებული, სისტემატიურად უხდიდა ფულს ბრიტანელ დეპუტატებს. როგორც ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლებმა რუსული არხისაგან 93 ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღეს. დეპუტატები ანაზღაურებას რუსული ტელეკომპანიის ეთერში გამოჩენის სანაცვლოდ იღებდნენ.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2010 წლიდან 2017 წლამდე Russia Today-ს ეთერში ბრიტანელი სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები 381-ჯერ გამოჩნდნენ. ამას გარდა, ორ ყოფილ დეპუტატს არხზე საკუთარი შოუ მიჰყავდა. მათი ჰონორარი ანგარიშში არ მოხვდა.

Russia Today გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლიდან მუშაობს. ბრიტანეთის მარეგულირებლებმა არხი არაერთხელ გააფრთხილეს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის გამო შენიშვნა მისცეს.

აპრილში რუსული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოძიება, სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის საქმის არაობიექტურად გაშუქების გამო დაიწყო. თუმცა მარეგულირებლებმა Russia Today-ს დიდ ბრიტანეთში მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს.

TI-ს ანგარიშში ასევე მოხვდა ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ ბრიტანელი დეპუტატებისთვის გადხდილი თანხების შესახებ. კერძოდ, 2007 წლიდან 2017 წლამდე კანონმდებლების აზერბაიჯანში გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანულმა მხარემ 333 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში 70 ბრიტანელი დეპუტატი იმყოფებოდა.