ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სამი დაკავებულისა და სამი ძებნილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სხდომაზე ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. წინასასამართლო სხდომა 14 სექტემბერს ჩაინიშნა.

ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ გახსნეს.