„ტრანსფერმარკტმა“ მონაცემები განაახლა - ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი „ტორპედოა“ #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტმა“ მონაცემები განაახლა - ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი „ტორპედოა“ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ქუთაისის „ტორპედოა“ – განახლებულ ინფორმაციას ინტერნეტპორტალიტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეთა ჯამური ფასი 6.05 მილიონი ევროა, მეორე ადგილზე „დინამო თბილისია“ (4.90 მილიონი ევრო), მესამეზე კი – მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ (4.43 მილიონი ევრო).

სულ ეროვნული ლიგის გუნდების მოთამაშეთა ჯამური ფასი 27 მილიონი ევროა.

ეროვნული ლიგის გუნდების მოთამაშეთა ჯამური შეფასება:

„ტორპედო“ (ქუთაისი) – 6.05 მილიონი ევრო

„დინამო თბილისი“ – 4.90

„იბერია 1999“ (თბილისი) – 4.43

„დილა“ (გორი) – 2.98

სამგურალი“ (წყალტუბო) – 2.78

„გაგრა“ – 2.32

„დინამო“ (ბათუმი) – 2.18

„მეშახტე“ (ტყიბული) – 0.700

„რუსთავი“ – 0.625

სპაერი“ (თბილისი) – 0.150

სულ 27,10 მილიონი ევრო

ქუთაისის „ტორპედო“ პირველია ეროვნული ლიგის ცალკეულ მოთამაშეთა საშუალო ფასითაც – 224 ათასი ევრო, ხოლო ამ მხრივ ბოლოა „სპაერი“ – 7 ათასი ევრო.

ეროვნული ლიგის გუნდების მოთამაშეთა საშუალო ფასი: 

„ტორპედო“ – 224 ათასი ევრო

„დინამო თბილისი“ – 213 ათასი ევრო

„იბერია 1999“ – 153 ათასი ევრო

„დილა“ – 124 ათასი ევრო

სამგურალი“ – 107 ათასი ევრო

„გაგრა“ – 83 ათასი ევრო

„დინამო“ (ბთ) – 104 ათასი ევრო

„მეშახტე“ – 22 ათასი ევრო

„რუსთავი“ – 18 ათასი ევრო

სპაერი“ – 7 ათასი ევრო

საშუალო შეფასება – 101 ათასი ევრო