ტრანსფერი | რატი ანდრონიკაშვილი „ანდორაში“ ითამაშებს #1TVSPORT

14:42, 21.09.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში განაგრძობს. უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ „ანდორასთან“ რატიმ ორთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ანდორა ქართველი კალათბურთელებისთვის უცხო ადგილი არ არის – რამდენიმე წლის წინ თამაშობდნენ გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე.

რაც შეეხება ანდრონიკაშვილს, ის ესპანეთში „ბასკონიას“ აკადემიაში ასპარეზობდა, იყო უმაღლესლიგელი „მურსიას“ და „სარაგოსას“ წევრი. ესპანეთის მეორე ლიგაში „ობრადარიოს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი