ტრამპმა და მაკრონმა ტელეფონით ჩრდილოეთ კორეისა და ირანის საკითხები განიხილეს
ტრამპმა და მაკრონმა ტელეფონით ჩრდილოეთ კორეისა და ირანის საკითხები განიხილეს

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის გვიან ღამით გაიმართა.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ ზეწოლა ფხენიანზე მანამ, სანამ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების კურსს არ დაუბრუნდება.

დონალდ ტრამპმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ირანმა რეგიონში დესტაბილიზაციური ქმედებები უნდა შეწყვიტოს. საფრანგეთი კი კვლავ მკაცრად აპირებს, მიჰყვეს ბირთვულ შეთანხმებას. ემანუელ მაკრონი საერთაშორისო შეთანხმების თითოეული ხელმომწერი მხარის მიერ პირობების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ, კვარტალური შემოწმების ანგარიშის რატიფიკაცია უნდა განახორციელოს, იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ამჯერადაც უარს იტყვის პოზიციის დაფიქსირებაზე ან უარყოფით შეფასებას მისცემს, აშშ-ის კონგრესი ირანისთვის სანქციების აღდგენის საკითხს კენჭს უყრის.