ტრამპის ყოფილი თანაშემწე „რუსულ საქმეზე“ სასამართლოში დაიბარეს
ტრამპის ყოფილი თანაშემწე „რუსულ საქმეზე“ სასამართლოში დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე ე.წ. რუსულ საქმეზე სასამართლოში დაიბარეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სტივენ ბენონმა კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი თქვა.

კონგრესმენების კითხვები ტრამპის ადმინისტრაციაში მისი მუშაობის პერიოდს ეხებოდა. კერძოდ, კონგრესმენები ითხოვდნენ, რომ ბენონს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მიეცა. ტრამპის ყოფილი მრჩეველი კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი საქმიანობის შესახებ დეტალების გამხელა ეკრძალებათ.

მანამდე სტივენ ბენონი ჩვენების მისაცემად ასევე დაიბარა სპეცპოკურორმა რობერტ მიულერმაც.

ბენონი 2017 წლის იანვრიდან იკავებდა ტრამპის მრჩევლის თანამდებობას. ცოტა ხნის წინ გამოსულ წიგნში, ბენონმა აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრებისა და რუსი ადვოკატის ნატალია ვესელნიცკაიას შეხვედრას „ღალატის ტოლფასი“ უწოდა.