ტრამპის ყოფილ მრჩეველს FBI-სთვის მიცემული ცრუ ჩვენების გამო ბრალი წაუყენეს
ტრამპის ყოფილ მრჩეველს FBI-სთვის მიცემული ცრუ ჩვენების გამო ბრალი წაუყენეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს ფედერალური საგამოძიებო ბიუროსთვის გამიზნულად ცრუ ჩვენების მიცემის გამო, ბრალი წაუყენეს.

CNN-ის ცნობით, მაიკლ ფლინი ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში 2017 წლის იანვარში დაიკითხა. ფლინს ბრალი დამოუკიდებელმა პროკურორმა რობერტ მიულერმა წაუყენა, რომელიც სწორედ ზემოთ ხსენებულ საქმეს იძიებს.

მაიკლ ფლინი 2017 წლის 13 თებერვალს მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ფარულად შეხვდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსთვის მიცემულ ჩვენებაში ფლინმა განზრახ იცრუა და გამოძიება შეცდომაში შეიყვანა.