ტრამპის თქმით, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების გადაწყვეტილება ისტორიის მოკლე გაკვეთილის შემდეგ მიიღო
ტრამპის თქმით, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების გადაწყვეტილება ისტორიის მოკლე გაკვეთილის შემდეგ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება ისტორიის მოკლე გაკვეთილის შემდეგ მიიღო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ლას ვეგასში, „რესპუბლიკელ“ ებრაელთა კოალიციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, მან სწრაფი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთის საკითხებში თავის მრჩევლებთან, მათ შორის ისრაელში აშშ-ის ელჩ დევიდ ფრიდმენთან და თავის სიძესთან, ჯარედ კუშმერთან დისკუსიის დროს მიიღო.

„მე ვთქვი: მეგობრებო, გთხოვთ, მომეცით ცოტა ისტორია, სწრაფად. მინდა სწრაფად მოქმედება. ბევრი საკითხი მაქვს, რომლებზეც ვმუშაობ – ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა. სწრაფად მითხარით. როგორ მოგწონთ ჩემი მხრიდან იმის აღიარების იდეა, რასაც ახლა განვიხილავთ“, – გაიხსენა ტრამპმა თავის მრჩევლებთან საუბარი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ელჩი ფრიდმენი „ბავშვივით შოკირებული“ იყო.

„ჩვენ ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და ჩვენ ვიღებთ კარგ გადაწყვეტილებებს“, -აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად 25 მარტს აღიარა.