ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს სასამართლომ მედიასთან კომუნიკაცია აუკრძალა
ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს სასამართლომ მედიასთან კომუნიკაცია აუკრძალა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერ პოლ მანაფორტს მედიასთან კომუნიკაცია აუკრძალა.

მათი თქმით, მანაფორტის მიერ გაკეთებული განცხადებები ბრალდებულს სამართლიანი სასამართლოს უფლებას ულახავს.

30 ოქტომბერს მანაფორტსა და მის ყოფილ ბიზნესპარტნიორს, რიკ გეითსს ჯამში 12 ბრალი წაუყენეს. მათ შორისაა ფულის გათეთრების, საიდუმლო ლობირების, უკრაინის ყოფილი პრორუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობის, აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების, საზღვარგარეთ ბანკებში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვისა და გამომძიებლების მოტყუების ბრალდებები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მანაფორტისათვის წაყენებული ბრალდებები, ძირითადად, ტრამპის კამპანიამდე მოღვაწეობას შეეხება. ის ბრალს არ აღიარებს.