ტრამპის ორგანიზაცია შოტლანდიაში ორი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს
ტრამპის ორგანიზაცია შოტლანდიაში ორი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და ბიზნესმენის, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organisation შოტლანდიაში, აბერდინშირის საგრაფოში ახალი სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის შემდეგ მიიღო. თუმცა შოტლანდიაში გოლფის მოედნისა და დასასვენებელი კურორტის აშენების იდეა ტრამპს ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ პროექტი 150 მილიონი დოლარი დაჯდება და დამატებით, 2000 სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის ფარგლებში აბერდინშირში 500 სახლი აშენდება, რომელიც დასასვენებელი კომპლექსის ნაწილი იქნება.